LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ ავტომობილი, რომელმაც 70 წელი ერთ ადამიანთან გაატარა

93
ford-model-t-news

ამერიკულმა არხმა CBS-მა ოჰაიოელი რენდალ პიტმანის შესახებ სპეციალური სიუჟეტი მოამზადა. მამაკაცი უკვე 70 წელია რაც Ford Model T-ს მფლობელია.

პიტმანი საკუთარი ავტომობილის ქონაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და თინეიჯერობის დროს ბენზინგასამართ სადგურზეც მუშაობდა, რათა საჭირო რაოდენობის ფული მოეგროვებინა. ბიჭუნა საათში 10 ცენტს გამოიმუშავებდა, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ 50 დოლარის გადანახვა მაინც შეძლო. ამ ფულით ის აუქციონზე გაემართა და 1927 წლის გამოშვების „ფორდი“ იყიდა.

ამ დღის შემდეგ 70 წელი გავიდა და პიტმანი თავისი „ფორდის“ ერთგულია. მართალია, ავტომობილის ადგილიდან დასაძვრელად მთელი რიგი პროცედურების გავლაა საჭირო, მაგრამ 87 წლის ავტომოყვარულს არაფერი ეზარება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g