„ნეტფლიქსმა“ ტიმ ბარტონის სერიალის, „ვენსდეის“ პირველი ფოტოები გაავრცელა.
მორტიშას როლს კეტრინ ზეტა-ჯონი ასრულებს, მას პარტნიორობას ლუის გუზმანი, ჯენა ორტეგა და აისაკ ორდონეზი გაუწევენ. აღსანიშნავია, რომ სერიალი 8 ეპიზოდისგან შედგება, პრემიერა კი წლის ბოლოსაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, „ადამსების ოჯახი“ 1938 წელს ამერიკელმა მხატვარმა, ჩარლზ ადამსმა ჟურნალ The New Yorker-ის კომიქსებისთვის შექმნა. კომიქსების მიხედვით არაერთი ფილმი და სერიალი შეიქმნა.
კეტრინ ზეტა-ჯონსი სერილაში „ადამსების ოჯახი“ მორტიშას როლს შეასრულებს