კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარ არხს” კუთვნილი მიკროფონი დაუბრუნა.
არ დავაბრუნებ! – თეა წულუკიანი ამბობს, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტი „განაიარაღა“
ჟურნალისტებთან საუბრის დროს მან განაცხადა:
“ნახეთ, მე რა მაქვს? სად არის ემა? აი ამდენი არხის წინაშე ვამბობ, ემას არ აქვს ჩემთან მოსასვლელი პირი, მაგრამ აი ეს წაუღეთ, როგორც თქვენი მარცხის ნიშანი. თქვენ გააყალბეთ კვლევა და მოატყუეთ ხალხს და შემდეგ გაწყვიტეთ “იფსოსთან” კონტრაქტი, იმიტომ, რომ ხართ მატყუარები.” – განაცხადა წულუკიანმა.
კითხვაზე, მოუხდის თუ არა წულუკიანი “მთავარ არხს” ბოდიშს, თეა წულუკიანმა უპასუხა: “ბოდიში მოუხადეთ თქვენ საზოგადოებას ტყუილებისთვის”.
შეგახსენებთ, 22 ივლისს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სენაკში იმყოფება, სადაც თეატრის გახსნას ესწრებოდა. ეს შემთხვევაც სწორედ იქ მოხდა. როგორც თავად კულტურის მინისტრი სოციალურ ქსელში წერდა, “მთავარი არხის” ჟურნალისტი განაიარაღა და დღეიდან, სწორედ მისი მიკროფონით ამცნობდა საზოგადოებას გაკეთებული საქმეების შესახებ.