LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ მსოფლიოში ყველაზე ვიწრო Jeep Wrangler

121
ნახეთ მსოფლიოში ყველაზე ვიწრო Jeep Wrangler

მაროკოში მსოფლიოში ყველაზე ვიწრო Jeep Wrangler იპოვეს. დაუჯერებლად უჩვეულო ყველგანმავალი ადგილობრივი კოლექციონერისთვის შექმნეს. აღსანიშნავია, რომ ავტომობილი მოძრაობაში ქარხნულ 6 ცილინდრიან ძრავს მოჰყავს. თუმცა, გაურკვეველია თუ როგორ შეძლეს კონსტრუქტორებმა ამ აგრეგატის ასეთ ყველგანმავალში მოთავსება.

პროექტის ბაზად ტუნერებმა გასული თაობის სტანდარტული Jeep Wrangler აიღეს. ყველგანმავლის ფოტოები ერთი შეხედვით რეალურს არ ჰგავს. ინჟინრებმა მართლაც ძალიან მოინდომეს, რათა ერთი მეტრის სიგანის მანქანა დაემზადებინათ. პროცესში მათ ავტომობილი შუაზე გაჭრეს, ძარის ცენტრალური სექცია ამოიღეს და დარჩენილი ნაწილები უკან შეაერთეს.

მანქანის სალონში მძღოლი და მის უკან ერთი მგზავრი თავსდება. ამასთან, მოდელს ყველგანმავლის საბურავებიც აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები