LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბავშვებისთვის კვადრატულ საბურავიანი ელექტრომობილები გააკეთეს

77
carnews

თითქოს რა უნდა იყოს იმაზე უაზრობა, რომ გააკეთო ავტომობილი რომელსაც კვადრატული საბურავები ექნება. თუმცა, ამერიკული სტარტაპი Shark Wheel სხვანაირად ფიქრობს. მწარმოებლებმა გამოუშვეს ორი საბავშვო ელექტრომობილი, რომელსაც უცნაური ფორმის საბურავები აქვს. თანაც ისინი ირწმუნებიან, რომ ასეთი კონსტრუქცია მრგვალ საბურავებს ყველა პარამეტრით სჯობნის. უცნაური სატრანსპორტო საშუალების ფასი 289-489 დოლარია.

ელექტროქარი, რომელსაც Jeep Wrangler-ის დიზაინი აქვს, 1-დან 5 წლამდე პატარებისთვისაა შექმნილი, ხოლო მანქანა რომელიც კვადროციკლს ჰგავს 2-დან 7 წლამდე ბავშვებზეა ორიენტირებული. გარდა უცნაური საბურავებისა, ელექტროქარები სიჩქარის რეჟიმით და მშობლებისთვის განკუთვნილი დისტანციური მართვის პულტითაა აღჭურვილი.

მანქანა მოძრაობაში 12 ვოლტიან ელემენტს და ელექტრო ძრავს მოჰყავს. მოდელს ერთი დამუხტვით 45 წუთი შეუძლია გადაადგილება. ელემენტის სრულად დასამუხტად 8 კი  საათია საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები