პედრო ალმადოვარის ახალი ფილმის, „ცხოვრების უცნაური გზა“ პირველი „თრეილერი“ გავრცელდა, რომელშიც მთავარ როლებს პედრო პასკალი და ითან ჰოუკი ასრულებენ.
აღსანიშნავია, რომ ფილმი ვესტერნის ჟანრისაა, რომელიც ორი „ქოვბოი“ მამაკაცის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. ფილმის პროდიუსერი ავგუსტინ ალმადოვარია, ხოლო ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი, ბარბარა პერიო. ფილმში პედრო პასკალისა და ითან ჰოუკი გარდა, მანუ როსს, ჯორჯ სტეინისა და ხოსე კონდესას ვიხილავთ.
მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრემიერა „კანის კინოფესტივალზე“, 16 მაისს შედგება.