LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ პატარა ელექტროქარი, რომელიც კიდევ უფრო პატარავდება

30
smartelectro

თელ–ავივში მდებარე კომპანია City Transformer–მა მიუნხენის ავტოსალონზე მინიატურული ელექტროქარი–ტრანსფორმერი წარადგინა. მოდელს, რომელმაც ბრენდის დასახელება მიიღო, ზომების შემცირება შეუძლია. იმისათვის, რომ პარკინგი ბევრად უფრო კომფორტული იყოს მისი სიგანე ლამის ერთ მეტრამდე მცირდება. City Transformer 89 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს და ერთი დამუხტვით 178 კილომეტრს გადის.

City Transformer–ის მთავარი ნიშანი საბურავების ზომის ცვლილებაა. City mode–ის რეჟიმი მოდელს საშუალებას აძლევს, რომ ყველაზე ვიწრო ადგილებშიც კი დაპარკინგდეს. შემქმნელთა ჩანაფიქრის მიხედვით, მსგავსი ოფცია ქუჩებში თავისუფალი ადგილის დაზოგვის არაჩვეულებრივი საშუალება იქნება. რამეთუ ერთ ჩვეულებრივ საპარკინგე ადგილზე ოთხი ასეთი ავტომობილი მოთავსდება. City Transformer–ის მფლობელებს საპარკინგე ადგილის პოვნის 10–ჯერ უფრო მეტი შანსი აქვთ, თითქმის ისევე როგორც მოტოციკლეტისტებს.

მინიატურულ ელექტროქარზე წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო და მისი ფასი 12 500 ევროა. თუმცა, ეს ფასი მხოლოდ წინასწარ შეკვეთებზე ვრცელდება და შემდეგ ღირებულება 16 ათას ევრომდე გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g