LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ როგორ გამოიყურება კენ ბლოკის პიკაპის ყველაზე გიჟური ვერსია

hoon

ამერიკელმა ალექს საინტმა დრიფ–პიკაპის Hoonitruck–ის საკუთარი ასლი ააწყო. ეს სწორედ ის ავტომობილია, რომლითაც ცნობილი მრბოლელი კენ ბლოკი ერთ–ერთ რბოლაში გამოდიოდა.

Hoonitruck-ის დიზაინის საფუძვლად 1977 წლის Ford F-150 აიღეს, ასლი 47 წლის Honda N600–ის ბაზაზე ააწყეს. ავტომობილებს მსგავსი შეფერილობა აქვთ, თუმცა ალექსის მანქანა მხოლოდ 190 ძალის, ერთ ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი. ეს სწორედ ის ძრავია, რომელიც მოტოციკლეტ Suxuki GSX-R-ს აქვს. მართალია, აგრეგატი არც თუ ისე ძლიერია, მაგრამ იდეის ავტორი გეგმავს, რომ მომავალში ის 400 ცხენის ძალამდე მაინც გაზარდოს.

რაც შეეხება კენ ბლოკის პიკაპს, ის 3,5 ლიტრის ტურბოძრავითაა აღჭურვილი და Ford Performance–ის სპორტული განყოფილების მუშაობის შედეგია. აგრეგატი 927–მდე ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები