ქუთაისური კომპანიის უდიდესი წარმატება – სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ინდუსტრიული მიმართულების ბენეფიციარი, სამკერვალო კომპანია „იმერი“ მსოფლიო ბრენდის Marks & Spencer-ის სამოსს შეკერავს.
„იმერმა“ სულ ცოტა ხნის წინ წარმატებით გაიარა დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ტანსაცმლის მწარმოებლის, მსოფლიო ბრენდის Marks & Spencer აუდიტი და მისი ოფიციალური მიმწოდებელი გახდა.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ოფიციალურ ვიდეორგოლს ავრცელებს, სადაც „იმერის“ მუშაობაა ასახული.
ცნობისთვის, კომპანია „იმერი“ ძირითადად ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის კერვაზეა ორიენტირებული და 20 წელზე მეტია, რაც წარმოდგენილი პროდუქციის (95%) სრულ ექსპორტს ახორცილებს ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ბაზრებისთვის. „იმერი“ 1997 წლიდან თანამშრომლობს გერმანულ კომპანია “ლებეკთან”, რომელიც დღესაც მის ერთ-ერთ უმსხვილეს და უმთავრეს პარტნიორად მიიჩნევა.