ინტერნეტში Samsung Galaxy S23-ის ოფიციალურმა დიზაინმა გაჟონა. Galaxy S23-ს, წინამორბედისგან განსხვავებით, კამერების წამოწეული „კუნძული“ არ ექნება. სამივე კამერა ცალკე, ერთიანი სივრცის გარეშე იქნება წარმოდგენილი. კორპუსი, კვლავ მეტალისა და მინის კომბინაცია იქნება. Galaxy S23-ს ოთხი ძირითადი ფერი, შავი, თეთრი, მწვანე და ღია ვარდისფერი ექნება.
ის აღჭურვილი იქნება უფრო ნათელი OLED-დისფლეით, Qualcomm-ის Snaptdragon 8-ის მეორე თაობის ახალი პროცესორითა და უფრო მაღალი რეზოლუციის კამერით. ახალ მოდელს სავარაუდოდ, ოფიციალურად 1-ელ თებერვალს წარადგენენ.
https://twitter.com/rquandt/status/1613315643482275841?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1613315643482275841%7Ctwgr%5E55f2c3811dfe32956fec799d18d2b0cf63c12d99%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fon.ge%2Fstory%2F114112-E18398E1839CE183A2E18394E183A0E1839CE18394E183A2E183A8E18398-samsung-galaxy-s23-E18398E183A1-E1839DE183A4E18398E183AAE18398E18390E1839AE183A3E183A0E1839BE18390-E18393E18398E18396E18390E18398E1839CE1839BE18390-E18392E18390E1839FE1839DE1839CE18390
