LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ „შიმშილი თამაშების“ ახალი ნაწილის, „ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე“ პირველი „თრეილერი“

209
game-of-thrones-star-peter-dinklage-joins-hunger-games-prequel-the-ballad-of-songbirds-and-snakes-in-a-prominent-role-00001

ლეგენდარული საგა, „შიმშილის თამაშების“ დიდ ეკრანებზე ბრუნდება. მისი სახელწოდებაა „ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე“. ახლახან, კინოკომპანია Lionsgate-მა ფილმის მისი პირველი „თრეილერი“ უკვე გაავრცელა.

ახალი ფილმიც ამერიკელი მწერლის, სიუზენ კოლინზის, რომანს ეფუძნება. მოქმედება 74-ე შიმშილის თამაშებამდე ათწლეულებით ადრე ხდება. სიუჟეტი ახალგაზრდა კორიოლანუს სნოუს გარშემო ვითარდება. რეჟისორი კვლავაც ფრენსის ლოურენსი იქნება.

ფილმში ოსკაროსან ვაიოლა დევისს, ვიხილავთ, რომელიც მთავარ ბოროტმოქმედს განასახიერებს. პირველ „თრეილერში“  ასევე ვხედავთ „ეიფორიას“ ვარსკვლავს, ჰანტერ შაფერს, ასევე ტომ ბლითს, რეიჩელ ზეგლერს და ყველასათვის საყვარელ, „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავს, პიტერ დინკლეიჯს.

„შიმშილის თამაშების“ ახალი ფილმის პრემიერა 17 ნოემბერს შედგება.

პიტერ დინკლეიჯი „შიმშილის თამაშების“ „პრიქველში“ ითამაშებს

„შიმშილის თამაშები“ 10 წლის შემდეგ ბრუნდება, ცნობილია პრემიერის თარიღი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები