LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შიმშილის თამაშები“ 10 წლის შემდეგ ბრუნდება, ცნობილია პრემიერის თარიღი

441
fd

„შიმშილის თამაშები“ 10 წლის შემდეგ ბრუნდება. ახალი ფილმის პრემიერა2023 წლის 17 ნოემბერს შედგება. კომპანიამ Lionsgate უკვე გამოაქვეყნა ფოტო-თიზერი. ჯერჯერობით არც სიუჟეტის დეტალებია ცნობილი და არც სამსახიობო „ქასთი“.

„სამყარო აღმოაჩენს… ვინ არის მგალობელი ჩიტი… და ვინ  გველი“, – ეს იქნება ახალი ფილმის დევიზი.

აღსანიშნავია, რომ  ახალი ფილმიც ამერიკელი მწერლის, სიუზენ კოლინზის, რომანს ეფუძნება. მოქმედება 74-ე შიმშილის თამაშებამდე ათწლეულებით ადრე ხდება. სიუჟეტი ახალგაზრდა კორიოლანუს სნოუს გარშემო ვითარდება. რეჟისორი კვლავაც ფრენსის ლოურენსი იქნება.

„შიმშილის თამაშების“ სიქუელი – „მომღერალი ჩიტებისა და გველების ბალადა“ უკვე მზადების პროცესშია

შეგახსენებთ, „შიმშილის თამაშების“ ტრილოგიის წიგნი 2008 წელს გამოვიდა. ამ დრომდე საგა 51 ენაზეა თარგმნილი და გაყიდულია 100 მილიონზე მეტ ეგზემპლარად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები