LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, თოვლისგან დამზადებული იდეალური Ford Bronco

27
4b60b0e66cfe09bcfcf5a16c52f88e922a397d7a

ნიუ-იორკის შტატში, ბუფალოს ავტოსალონში გადაწყვიტეს რომ ვიზიტორებს განსაკუთრებულად დახვედროდნენ. მთავარ შენობაში შესვლამდე, ეზოში განათავსეს თოვლის Ford Bronco, რომელიც ნამდვილი Bronco-ს ზომებშია შესრულებული. ამერიკელი ხელოვანის ერიკ ჯონის განცხადებით, ეს არის ყველაზე რთული სკულპტურა, რაზეც კი მას ოდესმე უმუშავია.

თოვლის კროსოვერის აგებას ერიკმა 5 დღე მოანდომა. საქმეს ის ფაქტი ართულებდა, რომ მას ზუსტი ზომების Bronco უნდა გამოეძერწა. ეს კი სულაც არ არის მისი საქმე, როგორც წესი, ხელოვანი ცოცხალი არსებების გამოსახულებების შექმნითაა დაკავებული.

გარდა ამისა, ერიკმა გადაწყვიტა რომ ავტომობილი ისეთი კუთხით დაედგა, თითქოს ის შენობისკენ უხვევდა, რამაც სამუშაოები კიდევ უფრო გაართულა.

ბუფალოში 9 თებერვლისთვის საკმაოდ მაღალ ტემპერატურას ელოდებიან, სითბო რამდენიმე დღეს გასტანს, ეს კი თოვლის სკულპტურის დასასრულის დასაწყისი იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები