LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასობით ახალი ford Bronco თოვლმა დაფარა. ავტომობილებს მყიდველებთან ვერ გზავნიან

39
fordbranco

რამდენიმე ასეული Ford Bronco მიჩიგანში მდებარე Ford-ის ქარხანასთან დგას. ყველგანმავლები, რომლებიც 2021 და 2020 წელსაა შეკვეთილი, მყიდველებთან კარგა ხნის წინ უნდა მიეტანათ, თუმცა ვადები მუდმივად იცვლება. Bronco-ების რაოდენობა იმდენად ბევრია, რომ მათ უკვე ღია ცის ქვეშ ინახავენ. როგორც Automotive News-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, მანქანები თოვლითაა დაფარული.

ქარხნის თანამშრომლები მუდმივად გამოდიან და კაპოტის ქვეშ რაღაც დეტალებს ამონტაჟებენ, ამ დროს სხვა Bronco-ები ქარხანაში შეჰყავთ და ცოტა ხანში უკან, ადგილზე აბრუნებენ. დილერებმა, მოგვიანებით კი თავად ford-მაც დაადასტურა, რომ ყველაფრის მიზეზი მიკროჩიპების დეფიციტია.

ღია ცის ქვეშ მდგომი მანქანები კლიენტებს ძალიან აღელვებთ. მკაცრი ზამთარი ელექტრონული სისტემების მუშაობაზე კარგ შედეგს ნამდვილად ვერ იქონიებს. შესაბამისად, გასაკვირი სულაც არ არის რომ ბევრი დამკვეთი განაცხადზე უარს ამბობს და თანხის დაბრუნებას ითხოვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები