LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford Bronco, რომელსაც მყიდველი მთელი 2 წელი ელოდა, სეტყვამ გაანადგურა

27
ford

Ford Bronco-ს წარმოება მთელი რიგი პრობლემებით აღმოჩნდა დახუნძლული. გამოშვებისთანავე ავტომობილის მისაღებად უზარმაზარი რიგი დადგა, მიკროჩიპების დეფიციტის გამო კი დროული წარმოება დღემდე ვერ ხერხდება. ამასთან, დილერის შეტყობინება იმის შესახებ, რომ თქვენი ავტომობილი მზადაა, თურმე არაფრის გარანტიას არ იძლევა, Bronco რომელსაც კლიენტი მთელი 2 წლის განმავლობაში ელოდა, სეტყვამ გაანადგურა.

მანუელ ფლორესმა თავისი ისტორია Bronco6G-ის ფორუმზე გააზიარა. თავისი ყველგანმავალი მან ზუსტად 2 წლის წინ შეუკვეთა. ლოდინი მართლაც დიდ ხანს მოუწია, თუმცა 2022 წლის გაზაფხულზე, 25 აპრილს სანატრელი მანქანის მზადყოფნის შესახებ ამცნეს. შემდეგ თარიღი 9 მაისამდე გადასწიეს. საბედნიეროდ, მეტი ცვლილება აღარ მომხდარა და ფლორესისთვის ავტომობილი 12-დან 18 ივნისამდე უნდა გადაეცათ.

თუმცა, ამჯერად საქმეში სტიქია ჩაერია. ტრანსპორტირების დროს ავტომობილი სეტყვამ დააზიანა. ფლორესმა გაფუჭებული მანქანა არ ჩაიბარა და „ფორდს“ მიმართა. მწარმოებელმა კლიენტს განუცხადა, რომ ავტომობილის შეკეთება შესაძლებელი იყო, თუმცა მოგვიანებით დააზუსტა რომ მსგავსს ხარვეზს გარანტია ვერ დაფარავდა.

სწორედ ამიტომ, ფლორესი დილერთან გადაამისამართეს, რათა მას ახალი Bronco შეეკვეთა, კომპანიას სხვა არაფრის გაკეთება არ შეეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები