LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, თუ რა ხდება მაშინ როდესაც მაგისტრალიდან გადახვევას 3 ავტომობილი ერთდროულად ცდილობს

39
949fe34f773293be9cbc48ed3dfbcd9f021279af

აშშ–ში, ჯორჯიას შტატის ერთ–ერთ პატარა დასახლებაში ერთობ უხერხული ავტო–საგზაო შემთხვევა მოხდა. უცნობია, თუ რამ აიძულა სამი ავტომობილი, მაგისტრალიდან ერთდროულად გადაეხვიათ და გზაზე გაჭედილიყვნენ. ადგილობრივმა პოლიციამ ინციდენტის გამოძიება უკვე დაიწყო.

უჩვეულო ავარიის შესახებ ინფორმაცია პოლიციამ თავის Facebook გვერდზე გაავრცელა. შემთხვევა ავტომაგისტრალ I-285–ზე, ატლანტის ჩრდილოეთში მოხდა. თუ რატომ გადაწყვიტა გზის დატოვა სამმა ავტომობილმა ერთსა და იმავე დროს რთული სათქმელია და ამის დადგენას ადგილობრივი პოლიცია ცდილობს.

ასეა თუ ისე სპორტქარმა Ford Mustang–მა, მირკოავტობუსმა GMC Savana–მ და კროსოვერმა GMC Acadia–მ შესახვევის გამოყენება ერთდროულად სცადეს და შედეგად გზა დაბლოკეს. გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ყველაზე მეტად მუსტანგი დაზარალდა, რადგან ბეტონის წინაღობას ორმა ავტომობილმა ის ერთდროულად მიაჭყლიტა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები