„შკოდას“ ახალი კროსოვერი Kodiaq RS ყველაზე ცუდ ამინდში გამოსცადეს და მან 21 საათში 1417 კმ-ს გავლა მოასწრო. მარშრუტი ფინეთიდან ნორვეგიისკენ მიდიოდა და გზად ავტომობილს ჩრდილოეთ პოლარული წრის გავლა მოუხდა. კროსოვერის მოძრაობას საკმაოდ დაბალი ტემპერატურა ართულებდა და მთელი გზა ის მხოლოდ 70 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა.
ბრენდის იტალიური ოფისის გუნდმა ყველაფერი გააკეთა და ნორვეგიის საზღვრამდე მაინც მიაღწია. გზა საკმაოდ რთული იყო და ყველგანმავალს რამდენჯერმე გაჩერებაც კი მოუხდა. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა.
Skoda Kodiaq RS 2,0 ლიტრის მოცულობის ბიტურბო ძრავითაა აღჭურვილი და 240 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი 7 საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს და ავტომობილს 0-დან პირველი „ასეულის“ ასაკრეფად 7 წამი სჭირდბეა. Kodiaq-ის მაქსიმალური სიჩქარე კი 220 კმ/სთ-ს შეადგენს.