YouTube-არხზე Daily Transmission გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც სარბოლო სატვირთოა ასახული. ავტომობილი ცნობილ ამერიკელ პილოტს მაიკ რაიანს ეკუთვნის და კადრები პაიქს პიკის რბოლის დროსაა გადაღებული. ავტომობილი რომელსაც ათობით მოდიფიკაცია აქვს მიღებული, რბოლაში 18-ჯერ მაინც მონაწილეობდა და მან 7 რეკორდის დამყარებაც შეძლო.
სატვირთო 2400 ძალის დიზელის ძრავითაა უზრუნველყოფილი. მას სარბოლო სამუხრუჭე სისტემა, გაგრილების სისტემა და საბურავები აქვს. 128 კმ/სთ სიჩქარის განვითარება მოდელს სულ რამდენიმე წამში შეუძლია.
რაც შეეხება მის მფლობელს – მაიკ რაიანი კასკადიორად ისეთ ფილმებში გამოდიოდა როგორიცაა – „ფორსაჟი“, „ტერმინატორი 2“, „პიკი საათი 3“ და „დამოუკიდებლობის დღეები“.