LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, თუ როგორ გამოიყურება ჩინეთის ლიდერის ახალი ლიმუზინი

217
chinacar232

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერმა სამხედრო მსველობას უმასპინძლა და საჯარო გამოსვლისთვის ახალი ლიმუზინი Hongqi L9 შეარჩია.

Hongqi ეს იგივე Aurus-ია და წინამორბედისგან განსხვავებით სიახლემ განსხვავებული ძარა მიიღო. გარდა ამისა, შეიცვალა პროპორციები, განახლდა ძარა და სალონი.

ერთი შეხედვით ახალი ლიმუზინი 2009 წლის Hongqi HQE-ს გავს. თუმცა არის არც თუ ისე მნიშვნელოვანი ცვლილებებიც. ჯავშნიანი ძარა ავტომობილის დაცულობას მაქსიმალურად გაზრდის. ავტომობილის კარებები მოძრაობის მიმართულების საპირისპირო მხარეს იხსნება, ხოლო რაც შეეხება საბურავების დიზაინს – ისინი უცვლელი დარჩა.

ინსაიდერების ინფორმაციით, ახალი ლიმუზინის კაპოტის ქვეშ ისევ 6,0 ლიტრის მოცულობის V12 ძრავია მოთავსებული და 480 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვიზიტების დროს ჩინელი ლიდერი სხვა ლიმუზინს Hongqi N501-ს იყენებს ხოლმე და აღნიშნული ავტომობილის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები