კომპანია Renault-მა ბაზარზე განახლებული კროსოვერი Kaptur გამოიყვანა. ავტომობილმა ახალი ფუნქციები მიიღო, თუმცა ეს მის ღირებულებაზე არ ასახულა და ფასი უცვლელი დარჩა.
Life-ის საწყის კომპლექტაციაში გაჩნდა ახალი აუდიოსისტემა Radio Connect, რომელიც მობილურ აპლიკაცია R&Go-სთან ერთად მუშაობს. სიახლე საშუალებას იძლევა, რომ მძღოლმა დისტანციურად სასურველი ინფორმაცია მიიღოს. მაგალითად, ისეთი როგორიცაა გარბენი, საწვავის წვა, დრო და გზა და ასევე, აპლიკაცია მფლობელს პარკინგზე დატოვებული ავტომობილის პოვნაშიც დაეხმარება.
მოდელი ნარინჯისფერ და წითელ შეფერილობებშია ხელმისაწვდომი, სურვილის შემთხვევაში კი მწარმოებელს განსხვავებული ფერის შექმნაც შეეძლება.
და ბოლოს, Kaptur 1,6 და 2,0 ლიტრის მოცულობის ძრავებითაა ხელმისაწვდომი და აგრეგატებს – 114 და 143 ცხენის ძალების განვითარება შეუძლიათ.