სამხრეთ კორეაში კომპაქტური კროსოვერის Kia Seltos პრემიერა შედგა. ავტომობილის ბაზარზე გამოტანა წლის ბოლოსთვის იგეგმება და ევროპამდე ყველგანმავალი მხოლოდ 2020 წლისთვის მოაღწევს.
სიახლისთვის სამი ტექნიკური აგრეგატია გათვალისწინებული – 1,6 ლიტრის მოცულობის ტურბოძრავი 177 ცხენის ძალით, 149 ძალის 2 ლიტრის მოცულობის “ატმოსფერული“ და ტურბოდიზელი 1,6 – რომელსაც 134 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი 7 საფეხურიან ავტომატიზირებულ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.
რაც შეეხება კროსოვერის კომპლექტაციას, მან მოძრაობის კონტროლის ინოვაციური სისტემა და ადაპტირებული კლიმატ-კონტროლი მიიღო. ასევე, მას მოძრაობის რეჟიმის შერჩევა, უკანა ხედვის კამერა, სმარტფონის უსადენო დამტენი და სავარძლებში ჩამონტაჟებული გათბობისა და გაგრილების სისტემა ექნება.






