LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, თუ როგორ გამოიყურება პირველი ბერძნული ჰიპერქარი – 3000 ძალით

75
mtshevlsh

ბერძნულმა კომპანია Spyros Panopoulos Automotive–მა ახალი მოდელის პირველი კადრები გაავრცელა. მძლავრი ჰიპერქარი Chaos V10 ძრავითაა აღჭურვილი და 2000–დან 3000 ცხენის ძალამდე სიძლიერე აქვს.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში მოღვაწე მწარმოებელი იმითაა ცნობილი, რომ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი Mitsubishi Lancer Evo აჩუქა. სპორტქარის ძრავს 2000 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. გარდა ამისა, Panopoulos სარბოლო და ლუქს ბრენდის ავტომობილების დეტალებსაც უშვებს.

ამჯერად კი კომპანიამ თავისი პირადი ჰიპერქარი Chaos წარადგინა. „ქაოსი“ მოძრაობაში 4 ლიტრის მოცულობის V10 ძრავს მოყავს. ბენზინის ძრავიანი ვერსია 2000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო ბიოსაწვავზე მომუშავე მთელ 3000 „ცხენზე“ ადის.

0–დან 100 კმ–მდე გასახურებლად მოდელს 2 წამზე ნაკლები დრო სჭირდება. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 500 კმ/სთ–ია. ავტომობილის განსაკუთრებულობა ამით არ ამოიწურება და მან სრულიად ინოვაციური სალონიც მიიღო. სალონში არ არის არც ერთი ღილაკი და ყველა ფუნქციის მართვა ჟესტიკულაციით იქნება შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები