ევროპულმა ორგანიზაცია Euro NCAP-მა მორიგი კრაშ-ტესტების შედეგები გამოაქვეყნა. ამჯერად ექსპერტებმა სამი ყველგანმავალის Mercedes-Benz G-Class-ის, Honda CR-V-ისა და Seat Tarraco-ს უსაფრთხოება შეამოწმეს. ყველა მოდელმა შესაძლო 5 ვარსკვლავიდან 5 მიიღო, ესპანურ ავტომობილს კი წინა მხრიდან დარტყმისთვის ლამის რეკორდული ქულაც კი დაუწერეს.
ახალმა „გელიკმა“ კრაშ-ტესტში 34,6 ქულა დააგროვა, ანუ ის 90%-ით უსაფრთხო აღმოჩნდა. ამასთან, სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ავტომობილში მძღოლის მკერდი ნაკლებადაა დაცული და ტრავმის მიღების დიდი რისკია. უკნიდან დარტყმის შემთხვევაში კი სავარაუდოდ, უკან მსხდომი მგზავრები დაზარალდებიან.
მეორე ტესტში კი Honda CR-V-ს ჰიბრიდული ვერსია გამოსცადეს. ავტომობილმა 35,7 ქულა დააგროვა და ტრავმების მიღების თვალსაზრისით რისკები ამ შემთხვევაშიც მაღალი აღმოჩნდა.
რაც შეეხება ესპანურ კროსოვერს, მან საკმაოდ მაღალი – 37,1 ქულა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მოდელი 97%-ით უსაფრთხოა.
კროსოვერებს შორის რეკორდსმენი Volvo XC60 აღმოჩნდა და ის 2017 წლის ყველაზე უსაფრთხო ავტომობილიცაა.