Lamborghini Miura ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ავტომობილად ითვლება. პედრო რუპერტოს მიერ შექმნილი ნახატი კი ადასტურებს, რომ მოდელი დღესაც საკმაოდ მიმზიდველი იქნებოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში პირველი ავტომობილი, რომელსაც „სუპერქარის“ წოდება მიენიჭა – Lamborghini Miura იყო. სწორედ ასე უწოდა მოდელს ბრიტანულმა ჟურნალმა Car-მა 1967 წელს დაბეჭდილ სტატიაში. „მიურას“ ყველაზე ლამაზ ავტომობილსაც უწოდებენ და აღიარებენ რომ ჟენევის ავტოსალონზე მსგავსი ფურორი არც ერთ მოდელს აღარ მოუხდენია.
ბრიტანელმა დიზაინერმა პედრო რუპერტომ სცადა წარმოედგინა, თუ როგორი იქნებოდა სუპერქარი დღეს რომ გამოეშვათ. მან „მიურას“ მთავარი მახასიათებლები შეინარჩუნა და თან „ლამბოს“ ტრადიციული სტილიც არ დავიწყებია. სარკეების ნაცვლად დიზაინერმა უკანა ხედვის კამერები გამოიყენა და შედეგი მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა.