Lamborghini არასდროს ყოფილა უსახური ან შეუმჩნეველი, თუმცა დიზაინერმა გასპარ კონტიჩელიმ მთელი წარმოსახვა ჩართო და წარმოიდგინა თუ როგორი იქნება სუპერქარი მომავალში.
მომავლის „ლამბოს“ შესაქმნელად ხელოვანმა საკმაოდ აგრესიული SV-719 შექმნა. ავტომობილი შავ ფერშია შეღებილი და იტალიური ბრენდისთვის სახასიათო სილუეტი აქვს. გასპარი შეეცადა რომ აქცენტი აეროდინამიკაზე გაეკეთებინა და სხვადასხვა დეტალების დამატებით, მოდელი კიდევ უფრო მძლავრი გახადა.

შეგახსენებთ, რომ Lamborghini 2020 წლისთვის სერიოზულ პრემიერას Aventador-ის შთამომავალს ამზადებს, თუმცა თუ როგორი იქნება სიახლე – დღემდე დიდ საიდუმლოდ რჩება.
