LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნახევარი დასავლეთ საქართველო მოვიარეთ – ჩვენ მიმართ გაბრაზებული და განრისხებული ერთი ადამიანიც კი არ შეგვხვედრია“ – მანჯგალაძე პაპუაშვილს პასუხობს

157
მანჯგალაძე & პაპუაშვილი

„მინდა გამოვეხმაურო „ქართული ოცნების“ განცხადებას, თითქმის ნახევარი დასავლეთ საქართველო მოვიარეთ „ერთიანობის“ ლიდერებთან ერთად, შევხვდით უამრავ ადამიანს და ჩვენ მიმართ გაბრაზებული ან/და განრისხებული ერთი ადამიანიც კი არ შეგვხვედრია“- ამის შესახებ „ერთიანობის“ წევრმა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

აღნიშნულით დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მან ოპოზიციაზე თქვა, რომ „ოპოზიციამ ხალხის რისხვის პირველი ტალღა უკვე მიიღო და რომელ სოფელშიც უნდა მივიდნენ, გასაკვირი არ იქნება, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ.“

ასევე ნახეთ

„გახსოვთ, პრორუსულ ხელისუფლებად გვაცხადებდნენ იმის გამო, რომ არ დავაწესეთ სანქციები, ვიღებდით რუს ტურისტებს საქართველოში და ასე შემდეგ.“

„აი, თქვენ მართლა ვერ შეხვდებით პარტ-აქტივის გარდა ვერავის. მოეშვით ხალხის დაყოფას და დაშინებას. ხალხს სჯერა ერთიანობის და იმის, რომ 26 ოქტომბერს შეუძლიათ პასუხი მოგთხოვონ იმ ანტი-ქართული ქმედებების გამო, რომელსაც 12 წელია ატარებთ“. – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„ხელისუფლებას არაფერი აქვს სათქმელი, გარდა პროპაგანდის, დაპირისპირებისა და შუღლისა“ – ანა წითლიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები