LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახევარი საუკუნის „ვოლგები“ ისტორიული რალისთვის ემზადებიან

volga

ისტორიულ ავტორბოლაში მონაწილეობის მისაღებად ორი რუსული ეკიპაჟი ემზადება და ორივე მათგანს Gaz-21 მოდელის „ვოლგა“ ყავს. ამასთან, დანიშნულების ადგილამდე ავტომობილები თავისით ჩავლენ, რაც იმას ნიშნავს რომ მთელი ევროპის გავლა მოუწევთ.

ისევე როგორც წარსულში, მონტე-კარლოს რალი დღესაც „ვარსკვლავური შეკრების“ სტილში ჩატარდება და მასში მონაწილეობის მისაღებად ეკიპაჟები ევროპის 7 კუთხიდან – ათენიდან, გლაზგოდან, მილანიდან, ჰამბურგიდან, ბარსელონიდან, რეიმსიდან და მონტე-კარლოდან გაემართებიან. რბოლის მთავარი ნაწილი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გაიმართება და მასში მონაწილეობას 17 ქვეყნის წარმომადგენელი 316 გუნდი იქნება წარმოდგენილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები