LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნახევრად ხუმრობით შეიძლება, ასე ვთქვა, რომ ბორელი ჩამოვიდა ჯუნგლებში და საქართველოში დახვდა ევროპა“ – დავით მაღრაძე

158
დავით მაღრაძე ბორელის ვიზიტზე

„ნახევრად ხუმრობით შეიძლება, ასე ვთქვა, რომ ბორელი ჩამოვიდა ჯუნგლებში და საქართველოში დახვდა ევროპა“, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ განაცხადა.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მაღრაძემ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტზე ისაუბრა და თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენცია  პრემიერ-მინისტრის გამოსვლას საეტაპო იყო.

„ჩვენთან არსებობს მრავალპარტიული პარლამენტი, გვაქვს თავისუფალი მედია - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, მაგრამ ჩვენს ნებასა და სურვილზე არ არის დამოკიდებული“ – პრემიერმა ჯოზეფ ბორელთან ერთად პრესკონფერენცია გამართა

„პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ პირიქით, მოიმატა, რადგან საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები, თავისი ბუნებით, გამოცდილებით, ვგულისხმობ წინა ხელისუფლების პარტიას, ყველაზე ანტიევროპული ძალები ცდილობენ, საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს“.

„ნახევრად ხუმრობით შეიძლება, ასე ვთქვა, რომ ბორელი ჩამოვიდა ჯუნგლებში და საქართველოში დახვდა ევროპა. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ არის ერთი რამ, რაც მენიშნა. ჯუნგლები რატომ ვახსენე, ალბათ ხვდებით. ჩემი აზრით, ეს პრემიერის საეტაპო გამოსვლა იყო.

სხვათა შორის, კიდევ გამახსენდა ჩინეთის ტელევიზიით მისი გამოსვლაც – მისი ეს ორი საეტაპო გამოსვლა ვნახე. პოზიცია, სიმტკიცე, გააზრებული ვითარება – ეს იყო დემონსტრირება იმისა, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ღირსება გადარჩა;

ეს არის ქვეყანა, სადაც ეროვნულ ინტერესს ყველაფერზე მაღლა აყენებენ, „ტრენდზეც“, პოლიტ-კონიუნქტურაზეც მაღლა. ეროვნულ ინტერესზე მაღლა ამ ქვეყანაში არაფერი დგას. ეს იყო გამოსვლის გამოხატულება, პრემიერ-მინისტრის გააზრებული რისკითა და სიმტკიცით“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

„გთხოვთ, არასდროს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს“ – რა გზავნილებით ჩამოვიდა ჯოზეფ ბორელი

მანვე აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის დაგვიანებამ თუ არმოცემამ საქართველოში პოლარიზაციის ხარისხის გაზრდა განაპირობა. დავით მაღრაძის განცხადებით, უსამართლო იყო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, საქართველოს კი – არა.

„რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსის დაგვიანებამ თუ არმოცემამ ბევრწილად განაპირობა პოლარიზაციის ხარისხის გაზრდა საქართველოში. შემდეგ ევროპარლამენტარების რეზოლუციებიც ხელს უწყობდა პოლარიზაციას.

ბორელი: საქართველო ნამდვილად მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს, მინდოდა, ეს გზავნილი პირადად ჩამომეტანა

რას ვარქმევთ ამ პოლარიზაციას ზოგადად? პოლარიზაციაა, როდესაც დებატებში არ შემოდის შენი პოლიტიკური ოპონენტი, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ აქეზებს, რომ უფრო გაღრმავდეს პოლარიზაცია?!“. – განაცხადა დავით მაღრაძემ.

„ძალიან ამაღელვებელია ადამიანებთან საუბარი, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ.. გეუბნებიან, რომ მათი სახლი, მიწა ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და არ შეუძლიათ მოუარონ“ – ჯოზეფ ბორელი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g