LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გთხოვთ, არასდროს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს“ – რა გზავნილებით ჩამოვიდა ჯოზეფ ბორელი

151
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (2)

„გთხოვთ, არასდროს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს, ასეთი რამ არასდროს იქნება მიღებული ჩემს მიერ, ეს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია – თქვენ განა გვემუდარებით, ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი“, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელმა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე, დემოკრატიული სისტემების მნიშვნელობასა და ინფორმაციის თავისუფლებაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში სამი ძირითადი გზავნილით არის ჩამოსული.

ბორელი: საქართველო ნამდვილად მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს, მინდოდა, ეს გზავნილი პირადად ჩამომეტანა

„პირველი გზავნილია, რომ უეჭველია, საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს.

მინდოდა საქართველოში ჩამოვსულიყავი და პირადად ჩამომეტანა ეს გზავნილი ქართველი ხალხისთვის. როდესაც ჩამოვედი ქვეყანაში დავინახე ასეთი ძლიერი სულისკვეთება ქართველი ხალხის – 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაერთიანებას, ეს შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ ეს არამარტო რიცხვია. მე მიხარია, რომ ბევრი ევროპული დროშა ფრიალებს საქართველოში, კიდევ უფრო მეტი ვიდრე ბრიუსელში..

„მეორე გზავნილი უკავშირდება რუსეთის აგრესიას უკრაინაში

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ ამ პროცესს სანამ საჭიროა და მკაფიოდ დავგმობთ მოძალადეს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენი მჭიდრო პარტნიორი კოორდინირებულად მუშაობდნენ საერთაშორისო დონეზე, რომ იზოლირებული იქნეს რუსეთი და ძალიან მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული.

მესამე გზავნილი ეხება ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ.

დღეს ყველაზე ძლიერია ჩვენი ურთიერთობები. უკრაინაში რუსეთის შეჭრის კონტექსტში ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს გვერდით დგომას და ეს არ არის უბრალო სიტყვები. ჩვენ ამას ვამტკიცებთ კონკრეტული ქმედებებით, ინვესტიციებით, გვყავს სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში და მონიტორინგის მისია, რომელიც უკვე 15 წელია მუშაობს“, – აღნიშნა ბორელმა.

„ჩვენთან არსებობს მრავალპარტიული პარლამენტი, გვაქვს თავისუფალი მედია - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, მაგრამ ჩვენს ნებასა და სურვილზე არ არის დამოკიდებული“ – პრემიერმა ჯოზეფ ბორელთან ერთად პრესკონფერენცია გამართა

„პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ პირიქით, მოიმატა, რადგან საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები, თავისი ბუნებით, გამოცდილებით, ვგულისხმობ წინა ხელისუფლების პარტიას, ყველაზე ანტიევროპული ძალები ცდილობენ, საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს“.

ჯოზეფ ბორელი პრესკონფერენციის დროს რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ძალიან წუხს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენით.

„ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აღდგა. შემდეგი გზავნილი უკავშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკას. საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გარკვეული ვალდებულება მიიღო და უნდა ევროკავშირში წევრობა. ამ ეტაპზე, ნამდვილად ბევრი მიმართულებაა გასაუმჯობესებელი. ჩვენ გვჭირდება რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის აღკვეთა, საომარი პროპაგანდა და სხვა ინიციატივები. ზუსტად ამისთვის ევროკავშირში აქცენტი კეთდება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე, საქართველოში მედეგობის გამყარებაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ცოცხალი, დემოკრატიული სისტემა არსებობდეს ქვეყანაში და იყოს ინფორმაცია თავისუფალი. ინფორმაციის მიწოდება არის აპრიორი მნიშვნელოვანი. ჩემი მესამე გზავნილი ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას.

დღეს ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან ყველაზე ძლიერი უკრაინაში რუსეთის შეჭრის კონტექსტშია. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან ერთად დგომას. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ჩვენ ამას ვამტკიცებთ კონკრეტული ქმედებით, ინვესტიციებით. ჩვენ გვყავს სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში. მონიტორინგის მისია ევროკავშირიდან, რომელიც ქვეყანაში 15 წლის განმავლობაში მუშაობს. პირადად მექნება შესაძლებლობა სასაზღვრო ზონაში ჩავიდე და ვნახო სიტუაცია და ბოლოს, ასევე მიხარია, რომ იზრდება ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით. თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი გაქვთ შეტანილი მსოფლიოში ამ მიმართულებით. თქვენს მხარეს ვართ, რომ ქვეყანაში ევროკავშირის მშვიდობიანი ინიციატივის ფარგლებში თავდაცვის ძალები გაძლიერდეს, ამისთვის დაფინანსებაც არის გამოყოფილი.

საქართველოს ყოველთვის შეუძლია ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. გვინდა, რომ საქართველომ ევროპეიზაციის გზაზე წარმატებას მიაღწიოს. გვინდა გაიმარჯვოთ, ამისთვის ყველა მხარდაჭერას მოგაწვდით, რაც იქნება საჭირო“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ რეფორმების მიმართულებით საქართველოსა და ქართველი ხალხის ძალისხმევა ყველა ანგარიშში ობიექტურად იქნება ასახული.

„რუსეთს გაუხარდება ყველაფერი ცუდი, თუ წარმატებული არ იქნება ქვეყანა და ჩვენი ურთიერთობა. ყველა ქვეყანა განსხვავებულია, ყველა ქვეყანას განსხვავებული პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა სიტუაცია გააჩნია.

მინდა დაგარწმუნოთ და ქართველები დავარწმუნო, რომ ძალისხმევა ევროკავშირის კანონმდებლობასთან და რეფორმების მიმართულებით იქნება დაფასებული. ასევე, ევროპული ინსტიტუტები და ყველა ის ანალიტიკური ანგარიში, რომელიც არის წარმოებული, ყველა მათგანში აღნიშნული იქნება ეს და ობიექტური გზით გაკეთებული“, – განაცხადა ბორელმა.

„ევროკავშირის კარი ღიაა და გვინდა ამ გზაზე მხარი დაგიჭიროთ.. სიმართლე რომ გითხრათ, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო არის გასაკეთებელი“ – ჯოზეფ ბორელი

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g