LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროკავშირის კარი ღიაა და გვინდა ამ გზაზე მხარი დაგიჭიროთ.. სიმართლე რომ გითხრათ, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო არის გასაკეთებელი” – ჯოზეფ ბორელი

166
jozef-boreli_w_h

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბრიფინგზე პირველი კომენტარი გააკეთა.

ბორელის თქმით, ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის.

“პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისთვის და ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მომენტია თქვენი მომავლისთვის, ვინაიდან, რამდენიმე კვირაში, ევროკავშირი ევროკავშირისკენ საქართველოს გზასთან დაკავშირებით შემდეგ ნაბიჯებს განიხილავს და პირველად ისტორიაში საქართველოს შესახებ ანგარიშს, როგორც გაფართოების პროცესში მონაწილე ქვეყანაზე, წარადგენს…

და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მინდა ძალიან მკაფიო ვიყო – ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი ერთგულია მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ გზაზე. კარი ღიაა და გვინდა ამ გზაზე მხარი დაგიჭიროთ. მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ასევე სერიოზული ვალდებულებაა და კანდიდატის სტატუსი არ არის ისეთი რამ, რაზედაც ქვეყნებს ავტომატურად უფლება შეიძლება ჰქონდეთ. მას დამსახურება სჭირდება სერიოზული რეფორმებითა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებით და სიმართლე რომ გითხრათ, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო არის გასაკეთებელი”, – განაცხადა ბორელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g