LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაკლები ავტომობილი და მეტი სიმწვანე – მიუნხენმა 14 „საზაფხულო“ ქუჩა წარადგინა 

131
muchennews20929

მიუნხენში 14 ქუჩა მაქსიმალურად ეკოლოგიური გახადეს. გერმანული ქალაქის მერიაში გადაწყვიტეს, რომ რამდენიმე ქუჩისთვის „საზაფხულოს“ სტატუსი მიენიჭებინათ, ამიტომ შეზღუდეს ავტომობილთა გადაადგილება, შეამცირეს მათთვის განკუთვნილი გზის სავალი ნაწილი, დააწესეს მაქსიმალური სიჩქარე 5–10 კმ/სთ–ში, ოთხი ქუჩა კი საერთოდ ფეხითმოსიარულეთა გახადეს. გარდა ამისა, მოაწყეს უფრო მეტი მწვანე ზონა, გახსნეს ვერანდიანი კაფეები და სხვა დასასვენებელი ზონები.

რაც შეეხება ფეხითმოსიარულეთა ქუჩებს, გააკეთეს საბავშვო და სპორტული მოედნები, რათა ტერიტორია კიდევ უფრო მიმზიდველი გაეხადათ.

მიუნხენელთა უმრავლესობა  კორონავირუსის შედეგად დაწესებული კარანტინის გამო წელს დასასვენებლად ვერ წავიდა და შვებულების კომპენსაციისთვის მერიამ ქუჩების გამრავალფეროვნება გადაწყვიტა.

მიუხედავად სახელწოდებისა – „საზაფხულო ქუჩები“, აღნიშნული ტერიტორია თავის სტატუსს მთელი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს და ავტომობილთა მოძრაობაც შეზღუდული დარჩება. პროექტის დამსახურებით მიუნხენში მავნე გამონაბოლქვის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება.

COVID-19-ის შეზღუდვებმა ბევრ ევროპულ ქალაქს უბიძგა, რომ უპირატესობა ფეხითმოსიარულეებისთვის მიენიჭებინა და ტერიტორია უფრო მეტად გაემწვანებინა. მაგალითად, ვილნიუსის ისტორიული ცენტრი ავტომობილებისგან დაცალეს. ლისაბონში, ბრიუსელში, მილანში, პარიზში და კიდევ საფრანგეთის ბევრ ქალაქში ახალი ველობილიკები მოაწყეს, რათა ადგილობრივებმა არჩევანი ეკოლოგიურ ტრანსპორტზე გააკეთონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g