LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაკრები ტალინში წავიდა: ზუროსმა 12 მოთამაშე წაიყვანა (ვიდეო)

received_333006397511643-1024x645

დღეს გამთენიისას, საქართველოს ნაკრები ტალინში გაემგზავრა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ესტონეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა ტალინის “საკუ არენაზე” 30 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება. ესტონეთის ნაკრები L ჯგუფის აუტსაიდერია, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს უთანაბრდება.

საქართველოს ნაკრები 23 ნოემბრიდან თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ემზადება. ჩვენს ნაკრებს მომავალ მატჩებში ვერ დაეხმარებიან ევროლიგაში მოასპარეზე ესპანური “ბასკონიას” წევრები – თორნიკე შენგელია და მეტ ჯენინგი. ნატურალიზებული მოთამაშისთვის გამოყოფილ ერთ ადგილს კი თად მაკფადენი დაიკავებს, რომელიც ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში შედეგიანობით ერთ-ერთი ლიდერია.

 

 

ჩვენი ნაკრების ბერძენმა მწვრთნელმა 12 მოთამაშე დაასახელა, რომელიც ტალინში იახლა.

 

ნაკრების კალათბურთელები ღია ვარჯიშზე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდნენ. კამპანია მიზნად ისახავს 16 დღის განმავლობაში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ ნაკრების კალათბურთელებმა კამპანიის სლოგანით – “სპორტსმენები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ” სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები