LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაკრების მწვრთნელი შეიცვლება: რამდენს იღებს ცხადაძე

53

“მიხეილ მესხის” სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეროვნულ ნაკრებსა და მისი მწვრთნელის კახა ცხადაძის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

 

ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კახა ცხადაძემ ეროვნული ნაკრები აღარ გაწვრთნას…

 

– ის, რაც კახამ წამოიწყო, არის იმ ხალხის დამსახურება, რომლებმაც ვერ მოინელეს 3 ოქტომბრის შედეგი. ეს არის მიზანმიმართული საუბრები და ხელის გაშვერა. მათ ამის არანაირი უფლება და საფუძვლები არ აქვთ. ისინი ქართულ ფეხბურთში ვეღარ დაბრუნდებიან და ზუსტად ეს იყო ფედერაციაში ცვლილება – ხალხი, რომელიც პირადი ინტერესებისთვის იყენებდა ფეხბურთს, მათი ადგილი აქ აღარ იქნება.
ჩემთვის წარმოუდგენელია დღევანდელი მდგომარეობით, რომ კახამ შეინარჩუნოს ეს პოსტი. მომდევნო დღეებში მოვიწვევ აღმასკომს და ვისაუბრებთ, რომ კახა აღარ იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
ჩემთვის ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია!
სამწუხაროდ, კახასთვის მნიშვნელოვანია ის ფიქსირებული თანხა, რაც მას კონტრაქტში უწერია და არა ის, რომ დარწმუნებული იყოს თავისი გუნდის შესაძლებლობებში.

 

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. დღევანდელი დაპირისპირება ქართულ ფეხბურთში არის მხოლოდ და მხოლოდ კახა ცხადაძის ბრალი.
ჩემსა და კახას შორის მოლაპარაკებები მის კონტრაქტთან დაკავშირებით თვეზე მეტი მიმდინარეობდა. მე მას ვეუბნებოდი და ამას ვერ უარყოფს, რომ მსურდა გვერდში დამდგომოდა, ვთხოვდი, დათანხმებულიყო, რასაც ვთავაზობდი, მაგრამ მისგან ყოველთვის კატეგორიული უარი იყო.
ბოლო ჩვენი შეხვედრა მისი პრესკონფერენციის წინა საღამოს ფეხბურთის ფედერაციაში შედგა, სადაც მე მას კიდევ ერთხელ, დეტალურად ავუხსენი, თუ რას ვთავაზობდი.

 

მან იცოდა, რომ მომდევნო ორი დღე საქართველოში არ ვიქნებოდი და იმ საღამოს შემდეგ, როდესაც ტელეფონზე ვესაუბრე ბოლოს, ჩემსა და მას შორის კონტაქტი გაწყდა – არც ჩემს ზარებს პასუხობდა, არც – შეტყობინებებს. მგონი, იმდენ პატივისცემას მაინც ვიმსახურებ, რომ ზარს უპასუხოს.
ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ცხადაძე თვლის, თითქოს სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად არ იღებს და ამას სხვა აკეთებს.
ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, რომ 3 ოქტომბრის შემდეგ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, იყო ჩემი და ჩემი გუნდის და ასე იქნება მომავალშიც. სხვა ჩვენს საქმეში ვერ ჩაერევა და ჩვენს ნაცვლად გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს.

 

 

ფეხბურთის ფედერაცია, წლიურად კახა ცხადაძის ხელშეკრულებაში იხდის 1,5 მილიონ ლარს, რაც მთლიანობაში, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 3 მილიონს მიაღწევდა. მისი სამწვრთნელო შტაბი კი ყოველთვიურად 8000 ლარს იღებდა.
პლუს ამას, 2015 წლის აპრილში, ფედერაცამ კახა ცხადაძეს, უხელფასო 6-თვიან პერიოდში, მისცა უპროცენტი სესხი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით. შემდეგ ცხადაძეს ყოველთვიურად ეჭრებოდა თანხა ხელფასიდან. დღევანდელი მონაცემებით, დარჩენილია 50 000 აშშ დოლარი.
მე კახას შევთავაზე მისი ხელფასის 50%-ის ფიქსირებული გადახდა, ხოლო დანარჩენის – მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მინიმალურ შედეგად ჯგუფში მესამე ადგილი განიხილებოდა. პლუს ამას, თუ გუნდი მეორეზე გავიდოდა, კახა დამატებით კიდევ თანხის 50%-ს მიიღებდა.
კახამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გულშემატკივარს, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში მას ბონუსად ხელფასის 30% ეკუთვნოდა, რომელსაც ის ფეხბურთელებს გაუნაწილებდა. მეორე ადგილზე გასვლა არ ნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას – ჯერ პლეი ოფია გასავლელი.
ჩემი შეთავაზება კი ასეთი იყო: მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, დამატებით 50%-ს ვაძლევდი – გინდ გასულიყო მუნდიალზე, გინდ არა. სხვათა შორის, მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში ბონუსის სახით მას თანხას სპორტის სამინისტროც დაუმატებდა.
ამის გარდა, მე შევთავაზე იმ სესხის დარჩენილი 50 000 დოლარის განულებაც, რომელიც მისი დასაბრუნებელია…
2009 წლის 12 ივნისს სფფ-ის აღმასკომზე მოხდა საკითხის განხილვა – 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ცხადაძემ ფეხბურთის ფედერაციას ნაკრებიდან ბაქოს “ინტერში” გაშვება სთხოვა. “მან განგვიცხადა, რომ მისთვის მთავარია ფინანსური მომენტი”, – ასე წერია ფედერაციის განცხადებაში.
მაშინ აღმასკომმა ცხადაძე გაათავისუფლა, კომპენსაციის სახით კი მას ფედერაციისთვის უნდა გადაეხადა 40 000 ლარი. ეს თანხა დღემდე არ არის გადახდილი.
კახა ცხადაძის ხელფასზე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემაც ისაუბრა, რომლის თქმითაც, ცხადაძის თვიური ხელფასი 120 000 ლარს შეადგენს, ხელზე კი ის 100 000-ს იღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g