LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნამახვან ჰესების კასკადი“ 2020 წლის ბოლომდე აშენდება

278

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ 433-მეგავატიანი „ნამახვან ჰესების კასკადის“ მშენებლობის ნებართვა გასცა. ნებართვა ძალაშია 2020 წლის ბოლომდე.

როგორც „ფორტუნას“ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროდან აცნობეს, მშენებლობის ნებართვის გაცემას წინ უძღვოდა მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოება.

„გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ განიხილა საპროექტო დოკუმენტაცია და ტექნიკურ და სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ გასცა მშენებლობის ნებართვა.“- განაცხადეს სამინისტროში.

„ნამახვან ჰესების კასკადის“ პროექტი  წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდინარე რიონზე განხორციელდება, რომელიც „ნამახვანი“ და „ტვიში“ ჰესებისაგან შედგება. მისი დადგმული სიმძლავრე 433 მვტ იქნება. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 730 მლნ.აშშ დოლარია.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას და  მოსახლეობის დასაქმებას.

„ნამახვან ჰესების კასკადის“ მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ 2015 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა. წინადადების წაარდგენის საბოლოო ვადა 2016 წლის 7 აპრილია. პროექტის განხორციელების მოდელად შერჩეულია  „მშენებლობა-ფლობა-ოპერირება.“ ინვესტორები შეირჩევიან პროექტის განხორციელებისთვის საჭირო გამოცდილებისა და ფინანსური რესურსის შესაბამისად, ხოლო გამარჯვებულად გამოცხადდება ის ინვესტორი, რომლის მიერ საქართველოს მთავრობისთვის შეთავაზებული ტარიფი იქნება ყველაზე დაბალი. გამარჯვებული კანდიდატი საქართველოს მთავრობასთან გააფორმებს იმპლემენტაციის ხელშეკრულებას, რის შემდეგ, ის ვალდებული იქნება დოკუმენტის პირობების შესაბამისად ააშენოს და მართოს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g