„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციამ გუმათიდან ქუთაისში გადაინაცვლა.
აქციის მონაწილეებმა ქუთაისში გზა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
გუმათიდან ქუთაისკენ დაიძრნენ იქ მყოფი აქტივისტები და ქალაქის პიკეტირებას გეგმავენ.
ვარლამ გოლეთიანის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საპოლიციო ძალებისგან ვერ მიიღეს სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლება და აქციის მონაწილეებს არც პასუხისმგებელი პირი შეხვდა, მათი გადაწყვეტილებით, აქციამ ქუთაისში გადაინაცვლა.