LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ნამოხვანჰესზე: ხელშეკრულების გაწყვეტა სამშენებლო ნებართვის ბათილობას არ ნიშნავს, ვასაჩივრებთ სასამართლოში

84
ნამოხვანი

არასამთავრობო ორგანიზაცია – „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ ორგანიზაციის მოთხოვნა, ნამოხვანჰესის მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის შესახებ, არ დააკმაყოფილა.

NGO–ს განცხადებით, ორგანიზაცია სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

მათი შეფასებით, მშენებლობის ნებართვა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ 2020 წლის აპრილში, სავალდებულო დოკუმენტაციისა და დასაბუთების გარეშე უკანონოდ გასცა.

ნამოხვანჰესზე გაცემული ნებართვის შესწავლა კი ცხადყოფს, რომ დასაბუთებისა და დოკუმენტაციის კანონში გათვალისწინებული პროცედურა კომპანიას დაცული არ აქვს.

ცენტრის შეფასებით, მიუხედავად ხელშეკრულების გაწყვეტისა, ეს სამშენებლო ნებართვის ბათილობას არ ნიშნავს.

ვარლამ გოლეთიანი: ნამოხვანში ვიმარჯვებთ, „ენკას“ ინფრასტრუქტურის დემონტაჟი დაწყებული აქვს

„ვიდრე ხეობა მთლიანად არ გათავისუფლდება და ჩვენი თვალით არ ვნახავთ, მანამდე არ ვტოვებთ აქაურობას.იდრე ხეობა მთლიანად არ გათავისუფლდება და ჩვენი თვალით არ ვნახავთ, მანამდე არ ვტოვებთ აქაურობას.“ – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

„ამავდროულად, პროექტის დღევანდელი, ბუნდოვანი მდგომარეობა პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს უკანონო ნებართვის გამცემ უწყებებს. ამიტომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს მნიშვნელოვნად მიაჩნია მიმდინარე სამართლებრივი დავის გაგრძელება, მათ შორის სამომავლოდ მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით.

ნებართვის გაცემის შესწავლა ცხადყოფს სააგენტოს წარმომადგენელთა ლოიალურ დამოკიდებულებას კომპანიის მიმართ. უფრო მეტიც, პირობიანი მშენებლობის ნებართვის გაცემისას, სააგენტომ გადაამეტა საკუთარ უფლებამოსილებას და ნებართვის მაძიებელს თვითონვე შესთავაზა გზა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა გამარტივებული წესით, კონკრეტული პირობებით და სავალდებულო დოკუმენტაციის სამომავლოდ წარმოდგენის პირობით გაეცა მშენებლობის ნებართვა.“ – ნათქვამია განცხადებაში.

პოპულალურები