LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღემდე საქართველოს ხელისუფლებას განცხადებაც კი არ გაუკეთებია – ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემაზე მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებენ

106
ბიჭვინთა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აფხაზეთში, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის და მის მიმდებარედ 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემას ეხმაურება და მოუწოდებს სახელმწიფოს, დროულად გადადგას ნაბიჯები აფხაზეთში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის შეკავებისა და სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებისკენ.

ორგანიზაციის განცხადებით, აფხაზეთში მიმდინარე პროცესების პასუხად, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას დღემდე ოფიციალური განცხადებაც კი არ გაუკეთებია, რაც მათივე შეფასებით, საერთაშორისო საზოგადოებისა და ორგანიზაციების წინაშე ამ საკითხის აქტიური დაყენების, რუსეთის მიმართ უკმაყოფილების დიპლომატიური სიგნალის ჩვენებისა და ამავდროულად აფხაზური საზოგადოებისთვის მხარდაჭერის გამოვლინება იქნებოდა.

მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე, როცა ვუყურებთ რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში, საქართველოს არ ეხება? – ზურაბიშვილმა კობახიძე-მდინარაძის ციტატები წაიკითხა

როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ აცხადებენ, ამგვარი რიტორიკა წლების განმავლობაში ქართული დიპლომატიური ენისა და პრაქტიკის ყოველდღიურობა იყო და გაუგებარია, რა გახდა მისი უაპელაციო შემობრუნების მიზეზი.

„ამასთან, იმ ფონზე, როდესაც კონფლიქტის რეგიონებში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის გააქტიურებას მოსდევს აშკარა უკმაყოფილება ადგილობრივი ელიტებისა და საზოგადოების მხრიდან და ამავდროულად, რუსეთის მხრიდან კეთდება განცხადებები მომავალში ადგილობრივი ხელისუფლებების დაფინანსების შემცირების თაობაზე, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ იმუშაოს სამშვიდობო პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით და აფხაზური და სამხრეთ ოსური პოლიტიკური ელიტებისთვის ეკონომიკური, სოციალური ალტერნატივების შეთავაზებაზე.

სერგეი შამბა: “თუ ბიჭვინთაში რუსები იქნებიან, აგრესორი თავდასხმას ვერ გაბედავს”

არა მგონია თუ მოიძებნება ისეთი გიჟი, ვინც მზადაა ჰაერში ასწიოს საბრძოლო უპილოტო აპარატები, როდესაც ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე რუსეთის ფედერაციის რომელიმე მაღალჩინოსანი ისვენებს, - თქვა სერგეი შამბამ.

სამწუხაროდ, ამ მიმართულებითაც საქართველოს ხელისუფლება პასიური და უმოქმედო ჩანს.მთლიანობაში აშკარაა, რომ აფხაზეთის საზოგადოებაში მძლავრია თვითმყოფადობის შენარჩუნების და დაცვის ინტერესი, მათ შორის რუსეთის ანექსიური პოლიტიკისგან, იმ ფონზეც კი, როცა რუსეთი აფხაზეთის დღევანდელი ელიტისთვის ერთადერთ უსაფრთხოების გარანტორად განიხილება.

აფხაზურ საზოგადოებაში არსებული ეს პროცესები უხილავი რჩება ქართული საზოგადოებისთვის და პოლიტიკური ელიტისთვის და სამწუხაროდ, არ ხდება წინააღმდეგობის ამ ისტორიული პროცესების სათანადო დანახვა კონფლიქტის ტრანსფორმაციის და მშვიდობის მშენებლობის პროცესში.

უფრო მეტიც, სამშვიდობო პოლიტიკის ეფექტიანობისთვის სახელმწიფოს მიერ მობილიზებული პოლიტიკური, ადამიანური და ეკონომიკური რესურსები მკვეთრად მწირია, რაც საკითხის ნაკლებ პრიორიტეტულობაზე უფრო მიუთითებს“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანა დოლიძე ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე: გვაქვს 4 პუნქტიანი გეგმა

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

  • აქტიურად დააყენოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკისა და მიმდებარე ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის საკითხები და ამ კუთხით გამოიყენოს ყველა პოლიტიკური და დიპლომატიური ზომა პროცესის შესაჩერებლად;
  • გადახედოს და საზოგადოებას ჩააბაროს ანგარიში, თუ რას აკეთებს ის რეგიონში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის გააქტიურების და ფორსირების პირობებში და ამ მიმართულებით რა პოლიტიკურ, დიპლომატიურ სტრატეგიებსა და სამუშაოებს მიმართავს;
  • არსებულ კონტექსტში გააძლიეროს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაციის და მშვიდობის მშენებლობის პროცესი და შექმნას ადგილობრივი ელიტებისთვის და საზოგადოებისთვის მისაღები და საინტერესო ეკონომიკური და სოციალური ალტერნატივები.

“რუსეთი გაძლებს ამ აგარაკის გარეშეც, გავძლებთ თუ არა ჩვენ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, დიდი კითხვაა“ – ბჟანიას მოსახლეობა დაუპირისპირდა