LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა დავითაია: „ბოლშევიკური მეთოდით ბიჭვინთის აგარაკების ხელში ჩაგდებით, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ანექსია დაიწყო – მოვუწოდებ მთავრობას გამოძიება დაიწყოს“

126
პაატა დავითაია

„სეპარატისტთა პარლამენტის მიერ ბოლშევიკური მეთოდით მიღებული გადაწყვეტილება ბიჭვინთის აგარაკების რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, საქართველოს ქონების უკანონო გასხვისება და საქართველოს ანექსიის დასაწყისია“, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისი თქმით, გამთენიისას სეპარატისტთა პარლამენტმა ე.წ. პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით, ხალხის შიშით გამოიყენა ბოლშევიკური მეთოდები და მოახდინა ბიჭვინთის აგარაკების რუსეთის ფედერაციაზე გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება, რასაც 28 დეპუტატიდან ხმა მისცა 26 დეპუტატმა.

როგორც დავითაიამ აღნიშნა, შეთანხმება გაფორმდა დათქმით, თუ ეს აგარაკები მოხვდება მესამე პირის ხელში, ხელშეკრულება გაუქმდება.

მისი თქმით, ეს არის საქართველოს ქონების უკანონო გასხვისება, რისთვისაც პარლამენტის გამოყენება, „სამართლებრივად“ მოხდა.

„მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, დაიწყოს გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. საქმის კურსში ჩააყენოს ჩვენი პარტნიორები, რომ ჰააგის პროკურატურის მიერ ძებნილი რუსეთის პრეზიდენტი ითვისებს საქართველოს ქონებას.

პაატა დავითაია – რუსეთი ამზადებს საქართველოს ანექსიას ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიერთებით

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს არის საქართველოს ანექსიის დასაწყისი. რუსეთის ფედერაციამ უკვე „იურიდიულად“ დაიწყო იმ ტერიტორიების გადაფორმება, რომელიც ოკუპირებულია მის მიერ“. – განაცხადა პაატა დავითაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები