LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადაწყვეტილება, როგორიცაა აფხაზეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არმქონე და ბათილი“ – ევროკავშირის წარმომადგენლობა

119
საქართველოს და ევროკავშირის დროშები

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე, განცხადებას ავრცელებს.

„ევროკავშირი სრულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა აფხაზეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არმქონე და ბათილი,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.

ალან გაგლოევი: „მინდა ვურჩიო ქართველ პოლიტიკოსებს, ნუ დაივიწყებენ 2008 წლის გაკვეთილებს და ერთსა და იმავე ფოცხზე ნუ დააბიჯებენ“

კახა კალაძე ბიჭვინთაზე: „ტერიტორიები გონიერებითა და განათლებით უნდა დავიბრუნოთ“