LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში სპეციალური მოსმენა გაიმართება: არჩილ თალაკვაძე

54
არჩილ-თალაკვაძე-1

„ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით პასუხებს იმ ძირითად კითხვებზე, რამაც მათი წუხილი და პროტესტი გამოიწვია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით, პარლამენტში სპეციალური მოსმენა გაიმართება. 

ბიუროს სხდომაზე საუბრისას არჩილ თალაკვაძემ  განაცხადა, რომ მთავრობის მხრიდან არსებობს შემხვედრი პოზიცია –  ანგარიშვალდებულების ფარგლებში პარლამენტმა ამომწურავი მოსმენა გამართოს, სადაც ყველა მხარე იქნება წარმოდგენილი.

რეალური ინვესტიცია თუ რიონის ხეობის განადგურების საფრთხე – რა ვიცით “ნამახვანჰესის” პროექტზე

“კარგია, რომ მინისტრებმა მიიღეს დავალებები – ადგილზე ჩავიდნენ და საზოგადოებასთან კომუნიკაცია ჰქონდეთ, თუმცა, ამ სფეროში  საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, პარლამენტს თავისი მნიშვნელოვანი როლი აქვს. ჩვენ ამ ფორმატს გამოვიყენებთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

თალაკვაძემ პარლამენტის წევრებს მიმართა – „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით მთავრობასთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეთ, რათა პროცესი ეფექტიანად დაიგეგმოს და ყველა საზოგადოებაში გაჩენილ კითხვას, პასუხი გაეცეს.

ყველა მწვავე კითხვას ადეკვატური, დასაბუთებული პასუხი უნდა გაეცეს – პრემიერი “ნამახვანჰესის” ირგვლივ შექმნილ პროტესტს ეხმაურება

magti 5g