LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამახვანჰესის საპროექტო ტერიტორიაზე ENKA-ს საწყობს ცეცხლი გაუჩნდა

68
პოლიცია-2რრრრ

“დღეს, დილის 04:00 საათზე, გუმათჰესის დასახლებაში, ქვემო ნამახვანჰესის საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულ ENKA-ს საწყობს ცეცხლი გაუჩნდა”, – ამის შესახებ ნამახვანის ჰესების კასკადის განმახორციელებელმა კომპანიამ ENKA განაცხადა.

კომპანიის ინფორმაციით, საწყობში მათ საკუთრებაში არსებული ტექნიკა ინახებოდა და აღნიშნულის შესახებ შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ აცნობეს.

“წინასწარი მონაცემებით, აღმოჩენილია ხანძრის სამი კერა, რომელიც ამ მომენტისთვის ლიკვიდირებულია. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა კომპანიის ზარალი სოლიდურია. ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი და მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით”. — აცხადებენ კომპანიაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187 მეორე ნაწილი მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით გულისხმობს.

შეწყდეს მდინარე რიონზე დაგეგმილი ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა და შეიქმნას რაჭის ეროვნული პარკი – სამოქალაქო ინიციატივა „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის” პარლამენტს მიმართავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g