LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 8 პირი გაათავისუფლეს, მათი სასამართლო პროცესი კი გადაიდო

68
გუმატი

გუმათში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა.

სასამართლო პროცესი წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა.

სასამართლო სხდომა 4 ივნისისთვის გადაიდო. მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა. ადვოკატებმა საგამოძიებო უწყების მიერ წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებების გაცნობის მიზნით დრო ითხოვეს. მოსამართლემ საქმის განხილვამდე რვავე პირი დარბაზიდან გაათავისუფლა.

საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

შეგახსენებთ, რომ 27 მაისს, ღამით სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული, “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეები ბარიკადებზე ხელების დარტყმითა და ხმაურით პროტესტს გამოხატავდნენ, ამავდროულად ბარიკადებს მიღმა გადასვლას და სოფელ ნამახვანისკენ წასვლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა.

დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა “რიონის ხეობის მცველების” 8 წარმომადგენელი დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g