LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ ძირითადი კვლევები არ გადამოწმდება, კაშხალი არ აშენდება: ნათია თურნავა “ნამახვანჰესის” შესახებ

71
ნათიაა თურნავა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით, ექსპერტები ორი თვის განმავლობაში შეისწავლიან ჩატარებულ კვლევებს და “თუ რამე ხარვეზს გამოავლენენ, მათ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ”.

თურნავას განმარტებით, ექსპერტების ჩართვის საჭიროება იმიტომ გაჩნდა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული კითხვები მოიხსნას და მეტი ნდობა გაჩნდეს ამ პროექტის მიმართ. მისივე თქმით,  მანამ სანამ ძირითადი კვლევები არ გადამოწმდება, კაშხალი არ აშენდება.

„დავიწყეთ პროცესი, რომელსაც პირობითად შეიძლება ეწოდოს „უკეთესი ნამახვანისთვის“. ეს არის იმ შეთანხმების შესრულება, რასაც ჩვენ ინვესტორ კომპანიასთან მივაღწიეთ. კაშხალი არ აშენდება, ვიდრე არ გადამოწმდება ძირითადი კვლევები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კვლევები საკმაოდ სოლიდურია. მრავალი წელი მიმდინარეობდა და საკმაოდ კვალიფიციური ექსპერტების მიერ არის შესრულებული, მაგრამ ყოველთვის შეიძლება სრულყოფა. თუმდაც იმისთვის, რომ ბევრი კითხვა მოიხსნას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და მეტი ნდობა გაჩნდეს პროექტის მიმართ, ჩვენ ჩავრთეთ ექსპერტები, სამეცნიერო წრეები კვლევების გადამოწმებასა და მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში. დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ დაინტერესებული ექსპერტები ორი თვის განმავლობაში იმსჯელებენ, რა კვლევებია ჩატარებული. რაიმე რისკს, რაიმე ხარვეზს თუ გამოავლენენ, ჩვენ იმავე ფორმატით შევიკრიბებით, მათ რეკომენდაციებს მოვისმენთ და აუცილებლად გავითვალისწინებთ. ამ ექსპერტებთან ერთად შევიმუშავებთ ამ რეკომენდაციების გადაჭრის გზებს და კომპანიას წარვუდგენთ. ეს არის გარანტია, რომ პროექტი უსაფრთხო იქნება“, – განაცხადა თურნავამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g