ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე იმ მტკივნეულ რეალობაზე საუბრობს, რომელსაც ხშირად ვაწყდებით ურთიერთობისას და აღნიშნავს, რომ ადამიანის დუმილი არ არის შემთხვევითობა ან გაუგებრობა, არამედ მისი გაცნობიერებული არჩევანია, რომელსაც ჯანსაღი ურთიერთობის მსურველმა თვალი უნდა გაუსწოროს.
„მტკივნეული მოსასმენია, მაგრამ გეტყვით, რომ თუ ის ადამიანი გენატრება, ვინც ზუსტად იცის სად ხარ, როგორ დაგიკავშირდეს, შეუძლია ეს და უბრალოდ არ აკეთებს.
შენ დროს კარგავს…
ეს მართლაც უმძიმესი რეალობაა, რომელსაც თვალებში უნდა ჩავხედოთ.
ამართლებ იმას, რაც გაუმართლებელია.
შენ იგონებ ათას მიზეზს: „ალბათ ნაწყენია“, “ვერ მპატიობს “ , “არ სცალია” , „ალბათ ეშინია ინიციატივის აღების“, „ხასიათი აქვს ასეთი“… მაგრამ სიმართლე გაცილებით მარტივი და მწარეა: ვისაც შენთან ყოფნა უნდა, ის შენთან არის.
საკუთარი თავის ილუზიებით გამოკვება მხოლოდ ერთ რამეს აკეთებს, გიხანგრძლივებს ტკივილს და გართმევს შანსს, შეხვდე მას, ვისთვისაც შენთან კავშირი პრიორიტეტი იქნება და არა „სიცარიელეში ყოფნის ჟამს მისაღები გადაწყვეტილება“.
რა უნდა გვახსოვდეს ამ დროს?
დუმილიც პასუხია: როცა ადამიანი არ გეხმიანება, ეს არის მისი გაცნობიერებული არჩევანი. მან აირჩია, რომ იმ კონკრეტულ მომენტში შენ გარეშე ყოფილიყო.
სიყვარული არ არის თავსატეხი: ნამდვილ ურთიერთობებში არ გიწევს „დეტექტივობანა“ და იმის გამოცნობა, უყვარხარ თუ არა.
შენი რესურსი ძვირფასია: ენერგია, რომელსაც არარსებული მიზეზების ძებნაში ხარჯავ, საკუთარ თავს, შენს ზრდასა და თვითმოვლას მოაკელი.
შეწყვიტე სხვისი ქცევების „თარგმნა“ შენს სასარგებლოდ. მიიღე რეალობა ისეთი, როგორიც არის, რაც არ უნდა გტკიოდეს.
შენი დრო, შენი სიყვარული და შენი ყურადღება იმსახურებს მას, ვინც ამას ეძებს და აფასებს, და არა მას, ვინც შენს არსებობას უბრალოდ აიგნორებს.
გაუშვი ის, ვისაც შენი შენარჩუნება არ უცდია. შენ გაცილებით მეტს იმსახურებ“, – წერს ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე.
