LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნამდვილად არ ვაპირებდი ამის დაწერას, მაგრამ გარემოებებმა მაიძულა… გონს მოეგეთ…” – ნარკოლოგ ზურა სიხარულიძის ემოციური პოსტი

634
BeFunky-collage (3)

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საქართველოში ნარკოტიკის მომხმარებელი ადამიანების წინააღმდეგ ბოლო დროს გამოვლენილმა სიძულვილმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.

ზურა სიხარულიძე ადამიანებს ურჩევს გონს მოეგონ და ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებს თანადგომა გამოუცხადონ.

“ნამდვილად არ ვაპირებდი ამ პოსტის დაწერას, მაგრამ გარკვეულმა გარემოებებმა, როგორიცაა ჟურნალისტებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან გამოხატულმა სიძულვილმა ნარკოტიკის მომხმარებელი ადამიანების წინააღმდეგ და ამ უკანასკნელთა სტიგმატიზაციამ, კრიმინალიზაციამ და უარყოფით კონტექსტში მოხსენიებამ, რაც ყოველგვარ ზღვარს გადასცდა, მაიძულა გამომექვეყნებინა ეს პოსტი.

რომელ არარეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე საუბრობთ, როდესაც სიძულვილის ენით იხსენიებთ ამ ადამიანებს?

რომელ ლიბერალიზაციაზე საუბრობთ, როდესაც მაქსიმალურად აღრმავებთ სტიგმას და თქვენს წარუმატებლობაში ნარკოტიკების მომხმარებლებს ადანაშაულებთ?

რა ჰუმანურობაზეა საუბარი, როდესაც მხარს უჭერთ კრიმინალიზაციას და მომხარებელი ადამიანების რეპრესიას?

გონს მოეგეთ და გააცნობიერეთ, რომ გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები ამ ქვეყნის თანასწორი  მოქალაქეები არიან, ისინი აგრეთვე  თქვენი ამომრჩევლების საკმაოდ დიდი ნაწილის შეადგენენ!

მათ დახმარება სჭირდებათ და არა სიძულვილი!”- წერს ზურა სიხარულიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g