LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავწერ და ეცადეთ რომ ესიც გაავრცელოთ! – ნარკოლოგი ზაზა სიხარულიძე

ზურა სიხარულიძე

ექიმი ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე, სოციალურ ქსელში, ახალ ინფორმაციას აქვეყნებს და მოუწოდებს ყველას მაქსიმალურად გაავრცელონ.

“დავწერ და ეცადეთ რომ ესიც გაავრცელოთ! არცერთ ტელევიზიას არ ვაძლევ ინტერვიუს საკმრისად ვწერ აქ რაც საჭიროა და შეგიძლიათ გამოყენოთ ჩემი პოსტები.
1. იწერენ ამ ნარკოტიკულ ნივთიერებებს ახალგაზრდები რომლებიც არ არიან დამოკიდებულები და ვითომ “გართობისთვის ” იყენებენ, ამიტომ არ გააჩნიათ ტოლერანტობა და ხშრია ზედოზირება, რეალურად არ იციან რა ნივთიერებას იწერენ ხშირად.
2. რა უნდა ვქნათ როცა მაინც მივიღეთ?
– ეცადეთ არ დარჩეთ მარტო;
– თუ იგრძენით ძილიანობა დაურკეთ ან მშობელს ან მეგოაბრს რომ ის იყოს თქვენთან ერთად.
3. ეცადეთ რომ მეგობარს უთხრათ, რომ გადმოგირეკოს რამოდენიმე ხნის მერე და მოგიკითხოთ და თუ არ უპასუხებთ მოვიდეს აუცილებლად;
-არ ჩაკეტოთ სახლის კარი და ეცადეთ რომ შეხვიდეთ აბაზანში თუ ხართ მარტო;
– დარეკეთ 112 და მშვიდათ აუხსენით ოპერატორს რომ მიიღეთ რაღაცა ნივთიერება და გრძნობთ თავს ცუდათ;
– მეგობრებმა არ მიატოვოთ მარტო ის ვინც იცით რომ მიიღო რაღაცა და აუცილებლად დაურეკეთ 112 და მშვიდათ უთხარით რა პრობლემაც არის არავინ ამის გამო არ დაგსჯით;
– და არ მიიღოთ არცერთი უცნობი სუბსტანციაა ვინც არ უნდა გითხრათ რომ უვნებელია და არაფერს გიზამთ!!
– უმრავი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება არის დღეს და არავინ იცის რა რას გამოიწვევს ამიტომ გაერთეთ მაგათ გარეშე!!!! სიცოცხლეზე ფასეული არაფერი არის !!!”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები