LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნამდვილად უმაღლესი ხარისხით ჩაატარა საქართველომ საბავშვო ევროვიზია და ძალიან ღირსეულად წარდგა ანიტა“ – ნინი ბადურაშვილი

4422
2025-12-14_00-37-30_972908

საბავშვო „ევროვიზია 2025“ საქართველოში ჩატარდა. გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი ლუ დელუზი გახდა.

საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა.

საქართველო კონკურსზე მესამე ადგილზე გავიდა. ანიტა აბგარიანმა ჟიურისგან 121 ქულა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 55.

ანიტას წარმატებას სოციალურ ქსელში ნინი ბადურაშვილი ემოციური პოსტით ეხმაურება:

„ნამდვილად უმაღლესი ხარისხით ჩაატარა საქართველომ საბავშვო ევროვიზია და ძალიან ღირსეულად წარდგა ანიტა…გიგა მადლობა შენ რომ სულ ვამაყობთ ჩვენი ქვეყნით! დღეს ნამდვილად შენი დღე იყო. გილოცავთ ყველას“, – წერს ნინი ბადურაშვილი.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალში მონაწილეობა 18 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო.

საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

ვიდეო: ანიტა აბგარიანის შთამბეჭდავი გამოსვლა საბავშვო ევროვიზიის სცენაზე

magti 5g