სერიალ „ნამდვილი დეტექტივის“ სცენარისტმა ნიკ პიცოლატომ პროექტის ახალი სეზონი დააანონსა. ცნობილია, რომ მასთან ერთად სერიალზე დევიდ მილჩი იმუშავებს. მთავარი როლის შემსრულებლების ვინაობა ამ დროისთვის უცნობია, არსებობს ვარაუდი, რომ პროექტში მეთიუ მაკკონაჰი დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ სერიალი 2014 წევლს HBO-ზე გამოვიდა და მთავარ როლებს მასში ვუდი ჰარელსონი და მეთიუ მაკკონაჰი ასრულებდნენ. მეორე სეზონში კოლინ ფარელი გამოჩნდა, თუმცა ის იმდენად წარმატებული არ ყოფილა. რაც შეეხება მესამე სეზონს, მისი შემქმენელები დიდ იმედებს ამყარებენ.