LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნამდვილი სუპერგმირი“ – კრის ევანსის საჩუქარი პატარა ბიჭს, რომელმაც და ძაღლის თავდასხმისაგან გადაარჩინა

289
crisevansnewsjl

„მარველის“ ვარსკვლავმა კრის ევანსმა, რომელიც კომიქსების ცნობილი სუპერგმირის, „კაპიტან ამერიკას“ როლს ასრულებს, პატარა ბიჭს „კაპიტან ამერიკას“ ფარი აჩუქა.

რამოდენიმე დღის წინ 6 წლის ბრიჯერ უოკერმა თავისი 4 წლის და ძაღლის თავდასმისაგან გადაარჩინა. ბიჭუნამ საკმაოდ მძიმე დაზიანებები მიიღო. მას ორსაათიანი ოპერაცია და სახეზე 90 ნაკერის დადება დასჭირდა. როდესაც მამამ ჰკითხა, თუ რატომ გააკეთა ეს, ბრიჯერმა მიუგო: „ ვიფიქრე, რომ ვინმე უნდა მომკვდარიყო და ჩავთვალე, რომ უმჯობესია ეს მე ვყოფილიყავი, ვიდრე ჩემი და“.

ბრიჯერის საქციელს სოციალურ ქსელში გულგრილი არავინ დაუტოვებია. მას ვარსკვლავებიც გამოეხმაურნენ, მათ შორის კრის ევანსი, რომელმაც პატარა სუპერგმირს სპეციალური ვიდეომიმართვა ჩაუწერა და საჩუქარიც გაუგზავნა.

„შენი ისტორია წავიკითხე და მინდა ვიყო შემდეგი ადამიანი, ვინც გეტყვის რომ გმირი ხარ. შენი საქციელი ისეთი მამაცური იყო, რომ შენი მშობლები და პატარა და აუცილებლად უნდა ამაყობდნენ  შენით და ვიცი, ეს ასეც არის. ამიტომ მსურს „კაპიტან ამერიკას“ ორიგინალი ფარი გაჩუქო, რომელსაც შენ მანდვილად იმსახურებ“. – ამბობს ვარსკვლავი ვიდეოში, რომელიც უოკერის დეიდის ინსტაგრამ-გვერდზე დაპოსტა.

პატარა გმირის საქციელი არც სხვა ვარსკვლავებს დარჩენიათ შეუმჩნეველი.

„მე „შურისმაძიებელი“ არა ვარ, მაგრამ შემიძლია ამოვიცნო გმირი, როდესაც მას ვხედავ. ვიმედოვნებ, რომ შევძლებ ცხოვრებაში შენი სიმამამცის ნახევარი მაინც მქონდეს“, –  დაპოსტა „ინსტაგრამზე“ ენ ჰეთეუეიმ.

6 წლის ბიჭუნას მამაცურ საქციელს სოციალურ ქსელებში მარკ რუფალო, ტომ ჰოლანდი, ჰიუ ჯეკმანი და  ზაქარი ლევი (ყველა მათგანი სუპერგმირის როლს ასრულებს „მარველის“ და „დისის“ ფილმებში), ასევე რობი ამელი და ძმები რუსოებიც გამოემხაურნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g