ბიჭი სახელად ბრიჯერი სოციალური ქსელის ვარსკვლავი გახდა. 6 წლის გმირმა, სახეზე დაზიანებები იმიტომ მიიღო, რომ პატარა და ძაღლის თავდასხმისგან გადაარჩინა.
ბრიჯერის ამბავი უკვე ბევრმა გაიგო. როდესაც ერთი წლის გერმანული ნაგაზი 4 წლის დას დაესხა თავს, ის ძაღლსა და თავის პატარა დას შორის ჩახტა და გადაწყვიტა, ძაღლს თავად შეტაკებოდა.
სანამ ბრიჯერი, დასთან ერთად უსაფრთხო ადგილას გაქცევას მოახერხებდა, ძაღლმა მას რამდენჯერმე უკბინა.
„თუკი ვინმე უნდა მომკვდარიყო, ეს აუცილებლად მე უნდა ვყოფილიყავი“, – ასე პასუხობს ბრიჯერი მამას, რომელმაც ჰკითხა, რატომ აღმოჩნდა დასა და ძაღლს შორის.
შემთხვევა 9 ივლისს მოხდა. ბრიჯერს სახეზე დაახლოებით 90 ნაკერი აქვს.